Friday, April 23, 2010

ცისარტყელა















პროექტის სახელი: , ,

პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: სინათლის რთული ბუნების გამოკვლევა და შესწავლა; სამყაროს მრავალფეროვნება.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გამოიკვლევენ სინათლის რთულ ბუნებას, განიხილავენ მის სტრუქტურას, აღწერენ სამკუთხა პრიზმაში სინათლის სხივების სვლას, სპექტრის მიღებას, შეისწავლიან ცისარტყელას წარმოქმნის მიზეზებს, გაეცნობიან და შეძლებენ განსაზღვრონ როდის და რა ფერის გვეჩვენება საგანი, ახსნიან მხატვრების დაინტერესებას ნიუტონის თეორიით, ჩამოაყალიბებენ ძირითადი და შედგენილი ფერების სისტემას, შეძლებენ ძირითადი ფერებით შედგენილი ფერების მიღებას.

მონაწილეთა ასაკი: IX კლასის მოსწავლეები; 14–15 წლის

ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინტერნეტის და დამხმარე ლიტერატურის საშუალებით მასალის მოძიება, დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალაზე, ექსპერიმენტის ჩატარება, აზრთა შეჯერება, შესრულებული სამუშაოს ანალიზი, ნამუშევრების განთავსება ბლოგზე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს განუვითარდებათ კომუნიკაციის, აზრთა ურთიერთგაზიარებისა და შეჯერების, კვლევის, ისტ–ის გამოყენების უნარ–ჩვევები, გამოუმუშავდებათ ესთეტიკური შემეცნების უნარები, ამაღლდება მათი ცოდნის დონე, შეიქმნება ბლოგები.

სარგებელი სხვებისთვის: სხვა მოსწავლეები ამ პროექტის საშუალებით გაეცნობიან, თუ როგორ აღიქვავენ ადამიანები სამყაროს ფერადად.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ფიზიკა ქართული ენა, ხელოვნება, ისტ.

პროექტის ფორუმი:

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:

No comments:

Post a Comment